შინაარსზე გადასვლა

მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რჩეული სტატია

გაეროს წევრი სახელმწიფოები: გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შემადგენლობაში შედის 193 სუვერენული სახელმწიფო. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია (გაერო) არის მსოფლიოში ყველაზე დიდი მთავრობათაშორისი ორგანიზაცია. ყველა წევრს აქვს თანაბარი წარმომადგენლობა გაეროს გენერალურ ასამბლეაში. გაეროს წესდება განსაზღვრავს წევრი ქვეყნების მიღების წესებს. წევრობა ღიაა ყველა მშვიდობისმოყვარე სახელმწიფოსთვის, რომელიც ეთანხმება ქარტიის პირობებს და შეუძლია მათი შესრულება. ახალი წევრებს რეკომენდაცია უნდა გაუწიოს გაეროს უშიშროების საბჭომ. წევრი ქვეყნების გარდა, გაერო ასევე იწვევს არაწევრ სახელმწიფოებს, როგორც დამკვირვებლებს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე. უშიშროების საბჭოს მიერ ახალი წევრის მიღებაზე რეკომენდაციის გასაცემად საჭიროა საბჭოს თხუთმეტი წევრიდან არანაკლებ ცხრის დადებითი ხმა, ხოლო ხუთი მუდმივი წევრიდან არცერთმა არ უნდა გამოიყენოს იყენებს ვეტოს უფლებას. შემდეგ უშიშროების საბჭოს რეკომენდაცია უნდა დამტკიცდეს გენერალურ ასამბლეაზე ხმების ორი მესამედით.

დღის სტატია

McDonald's
McDonald's

McDonald'sსწრაფი კვების რესტორების უმსხვილესი ქსელი მსოფლიოში. მისი ცენტრალური ოფისი მდებარეობს აშშ-ში, ქალაქ ჩიკაგოში. კომპანია 1940 წელს დაარსეს ძმებმა დიკ და მაკ მაკდონალდებმა. პირველი რესტორანი გაიხსნა სან-ბერნარდინოში (კალიფორნია).

1954 წელს, რეი კროკმა ძმები მაკდონალდებისაგან შეიძინა ფრანჩაიზინგის ექსკლუზიური აგენტის უფლება. 1955 წელს კროკმა გახსნა McDonald’s-ის პირველი რესტორანი ქალაქ დეს-პლეინზში, ილინოისის შტატში. დღეს ეს რესტორანი კორპორაციის მუზეუმია. 1955 წელს კროკმა დაარეგისტრირა კომპანია McDonald’s System, Inc, ხოლო 1960 წელს მას ეწოდა McDonald’s Corporation McDonald’s Corporation. 1961 წელს კროკმა შეიძინა კომპანიის მართვის ყველა უფლება.

დღის სურათი

ხვლიკის ერთ-ერთი სახეობა (ლათ. Calotes calotes) ყვავილოვან ბუჩქზე ადის, რათა (ლათ. Delias eucharis)-ის სახეობის პეპელა დაიჭიროს. სინჰარაჯის ნაკრძალი, შრი-ლანკა.
ხვლიკის ერთ-ერთი სახეობა (ლათ. Calotes calotes) ყვავილოვან ბუჩქზე ადის, რათა (ლათ. Delias eucharis)-ის სახეობის პეპელა დაიჭიროს. სინჰარაჯის ნაკრძალი, შრი-ლანკა.
ხვლიკის ერთ-ერთი სახეობა (ლათ. Calotes calotes) ყვავილოვან ბუჩქზე ადის, რათა (ლათ. Delias eucharis)-ის სახეობის პეპელა დაიჭიროს. სინჰარაჯის ნაკრძალი, შრი-ლანკა.

სიახლეები

15 მაისი — ამ დღეს...

ექიმი გაშეს პორტრეტი, ვან გოგი.
ექიმი გაშეს პორტრეტი, ვან გოგი.
  • 1618 : იოჰანეს კეპლერმა პლანეტათა მოძრაობის მესამე კანონი დაამტკიცა.
  • 1756 : ინგლისსა და საფრანგეთს შორის შვიდწლიანი ომი დაიწყო.
  • 1879 : დაარსდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება.
  • 1928 : მიკი მაუსის დებიუტი შედგა.
  • 1935 : გაიხსნა მოსკოვის მეტროპოლიტენი.
  • 1943 : სტალინმა კომინტერნი (მესამე ინტერნაციონალი) გააუქმა.
  • 1958 : გაშვებულ იქნა კოსმოსური ხომალდი სპუტნიკ-3.
  • 1988 : რვაწლიანი ომის შემდეგ საბჭოთა კავშირმა ავღანეთიდან ჯარების გამოყვანა დაიწყო.
  • 1990 : ვან გოგის „ექიმი გაშეს პორტრეტი“ (სურათზე) $82,5 მილიონად გაიყიდა (იმ დროისთვის მსოფლიოში ყველაზე ძვირი ნახატი).
  • იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    უილიამ პიტი
    უილიამ პიტი