მთავარი გვერდი
ეს არის თავისუფალი ენციკლოპედიის ქართულენოვანი პროექტი | ამჟამად ქართულ ენაზე ხელმისაწვდომია 182 493 სტატია. |
გეოგრაფია · ისტორია · მეცნიერება · რელიგია · საზოგადოება · სამართალი · სპორტი · ხელოვნება · საქართველო |


მოჰანდას კარამჩანდ განდი (ჰინდი: मोहनदास करमचन्द गांधी; გუჯარათი: મોહનદાસ કરમચંદ ગાંધી; ; სინდჰი: محاتما گاندهي; დ. 2 ოქტომბერი, 1869, პორბანდარი ― გ. 30 იანვარი, 1948, დელი) — ინდოელი ადვოკატი, პოლიტიკოსი, სამოქალქო აქტივისტი და მწერალი, ეროვნული წინამძღოლი ხალხისა, ბრიტანეთის მიერ მართულ ინდოეთში. განდის მიერ წამოწყებულმა ეროვნულმა მოძრაობამ, რომელიც არაძალადობრივ დაუმორჩილებლობას ეფუძნებოდა, ინდოეთს დამოუკიდებლობა მოუტანა, განდი კი ინდოელმა ხალხმა ერის მამად და „დიად სულად“ (Mahatma) აღიარა. ჩვეულებრივად მას მაჰათმა განდის ეძახდნენ. მაჰათმა სანსკრიტში იშიფრება როგორც „დიდსულოვანი“, „პატივსაცემი მოხუცი“. პირველად ასე იგი 1914 წელს, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მოიხსენიეს. ინდოეთში მას ასევე უწოდებდნენ ბაპუ-ს (გუჯარათში იშიფრება როგორც მამა, პაპა.).
1933 წელს მაჰათმა განდი იწყებს 21-დღიან შიმშილობას ბრიტანეთის მიერ ინდოეთის ჩაგვრის წინააღმდეგობის ნიშნად.- რომის პაპი ფრანცისკე (სურათზე) 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.
- პერუელი მწერალი და ნობელის პრემიის ლაურეატი მარიო ვარგას ლიოსა 89 წლის ასაკში გარდაიცვალა.
- მიანმარში 7,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
- კირსტი კოვენტრი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტად აირჩიეს.
- სტამბოლის ოპოზიციონერი მერის, ექრემ იმამოღლუს დაპატიმრებას საპროტესტო აქციები მოჰყვა.
- რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი გადადგა და იგი ილიე ბოლოჟანმა შეცვალა.
მიმდინარე: საქართველოს საპროტესტო აქციები; რუსეთის შეჭრა უკრაინაში; ისრაელ-ჰამასის ომი.


- ნორმან ეინჯელი არის ერთადერთი ნობელის პრემიის ლაურეატი, რომელმაც ჯილდო წიგნის გამოცემისთვის მოიპოვა.
- იოანე II პირველი პაპი იყო, რომელმაც სახელი შეიცვალა პაპად არჩევის შემდეგ.
- უილიამ პიტი (სურათზე) დიდი ბრიტანეთის ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრია, 1783 წელს თანამდებობის დაკავების მომენტში იგი 24 წლის იყო.
- მეტამორფოზის ბოლო სტადიაზე (იმაგო) ერთდღიურები არ იკვებებიან და ცოცხლობენ ცოტა ხანს — რამდენიმე საათიდან ერთ ან რამდენიმე დღემდე.
- ჰაიტის პრეზიდენტი ჟან-კლოდ დიუვალიე მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტად ითვლება, მან თანამდებობა 19 წლის ასაკში დაიკავა.
- ზღვის მამლებს მკერდის წინა 3 სხივი თითისებრ გამონაზარდებად აქვთ გარდაქმნილი, რომელთა დახმარებითაც ფსკერზე ცოცავენ და საკვებს ეძებენ.
![]() |
ვიკისაწყობი მედიაფაილების თავისუფალი საცავი |
![]() |
ვიკისიახლენი თავისუფალი სიახლეები |
![]() |
ვიქსიკონი ლექსიკონი და თეზაურუსი |
![]() |
ვიკიციტატა ციტატების კოლექცია |
![]() |
ვიკიწიგნები თავისუფალი სახელმძღვანელოები |
![]() |
ვიკიწყარო თავისუფალი ბიბლიოთეკა |
![]() |
ვიკისახეობები ჯიშთა და სახეობათა საცავი |
![]() |
ვიკივერსიტეტი საგანმანათლებლო მასალები |
![]() |
მეტა-ვიკი ვიკიმედიის პროექტების კოორდინაცია |
![]() |
ვიკივოიაჟი თავისუფალი გზამკვლევი |
![]() |
ვიკიმონაცემები მონაცემთა ბაზა |
![]() |
მედიავიკი უფასო პროგრამული უზრუნველყოფა |