შინაარსზე გადასვლა

მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რჩეული სტატია

გაეროს წევრი სახელმწიფოები: გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შემადგენლობაში შედის 193 სუვერენული სახელმწიფო. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია (გაერო) არის მსოფლიოში ყველაზე დიდი მთავრობათაშორისი ორგანიზაცია. ყველა წევრს აქვს თანაბარი წარმომადგენლობა გაეროს გენერალურ ასამბლეაში. გაეროს წესდება განსაზღვრავს წევრი ქვეყნების მიღების წესებს. წევრობა ღიაა ყველა მშვიდობისმოყვარე სახელმწიფოსთვის, რომელიც ეთანხმება ქარტიის პირობებს და შეუძლია მათი შესრულება. ახალი წევრებს რეკომენდაცია უნდა გაუწიოს გაეროს უშიშროების საბჭომ. წევრი ქვეყნების გარდა, გაერო ასევე იწვევს არაწევრ სახელმწიფოებს, როგორც დამკვირვებლებს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე.

დღის სტატია

მაჰათმა განდი
მაჰათმა განდი

მოჰანდას კარამჩანდ განდი (ჰინდი: मोहनदास करमचन्द गांधी; გუჯარათი: મોહનદાસ કરમચંદ ગાંધી; ; სინდჰი: محاتما گاندهي; დ. 2 ოქტომბერი, 1869, პორბანდარი ― გ. 30 იანვარი, 1948, დელი) — ინდოელი ადვოკატი, პოლიტიკოსი, სამოქალქო აქტივისტი და მწერალი, ეროვნული წინამძღოლი ხალხისა, ბრიტანეთის მიერ მართულ ინდოეთში. განდის მიერ წამოწყებულმა ეროვნულმა მოძრაობამ, რომელიც არაძალადობრივ დაუმორჩილებლობას ეფუძნებოდა, ინდოეთს დამოუკიდებლობა მოუტანა, განდი კი ინდოელმა ხალხმა ერის მამად და „დიად სულად“ (Mahatma) აღიარა. ჩვეულებრივად მას მაჰათმა განდის ეძახდნენ. მაჰათმა სანსკრიტში იშიფრება როგორც „დიდსულოვანი“, „პატივსაცემი მოხუცი“. პირველად ასე იგი 1914 წელს, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მოიხსენიეს. ინდოეთში მას ასევე უწოდებდნენ ბაპუ-ს (გუჯარათში იშიფრება როგორც მამა, პაპა.).

1933 წელს მაჰათმა განდი იწყებს 21-დღიან შიმშილობას ბრიტანეთის მიერ ინდოეთის ჩაგვრის წინააღმდეგობის ნიშნად.

8 მაისი — ამ დღეს...

განდი
განდი
  • 1429 : ფრანგებმა გაათავისუფლეს ახალი ორლეანი ინგლისელებთან ასწლიან ომში, ჟანა დ'არკის მეთაურობით.
  • 1541 : ერნანდო დე სოტო პირველი ევროპელი იყო, რომელმაც მდინარე მისისიპი ნახა.
  • 1713 : რუსეთის დედაქალაქი მოსკოვიდან სანქტ-პეტერბურგში გადაიტანეს.
  • 1802 : თბილისში საზეიმოდ გაიხსნა რუსული მმართველობა. პირველი მთავარმართებელი კარლ კნორინგი გახდა.
  • 1902 : კუნძულ მარტინიკაზე ვულკან პელეს ამოფრქვევამ დაანგრია ქალაქი სენ-პიერი და შეიწირა 30 000 ადამიანის სიცოცხლე.
  • 1914 : Paramount Pictures-ი დაარსდა.
  • 1920 : პოლონელთა ჯარმა კიევიდან წითელარმიელები განდევნა.
  • 1933 : მაჰათმა განდი (სურათზე) იწყებს 21-დღიან შიმშილობას ბრიტანეთის მიერ ინდოეთის ჩაგვრის პროტესტის ნიშნად.
  • 1945 : მეორე მსოფლიო ომის დასასრული: კარლსჰორსტში გერმანიამ უსიტყვო კაპიტულაცია გამოაცხადა.
  • 1984 : საბჭოთა კავშირმა უარი განაცხადა ლოს-ანჯელესის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობაზე.
  • 2009 : პრაღაში ევროკავშირმა აზერბაიჯანთან, საქართველოსთან, თურქეთთან და ეგვიპტესთან სამხრეთის კორიდორის განვითარების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.
  • იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    უილიამ პიტი
    უილიამ პიტი